პოლიტიკა: ICG: საქართველო და რუსეთი არ უნდა შემოიფარგლებოდნენ მოლაპარაკებებით მსო-ს თაობაზე | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() ორივე ქვეყნის პოლიტიკოსებმა უნდა შეამცირონ რიტორიკის სიმძაფრე და მორჩნენ ბრალდებების სროლას ტერორიზმსა და ჯაშუშობაში თანამონაწილეობაში, განაცხადა დღეს, 9 აგვისტოს, არაკომერციულმა ორგანიზაციამ ბრიუსელში მდებარე შტაბ-ბინით თავის მოხსენებაში „საქართველო და რუსეთი: მეზობლურად ცხოვრების სწავლა“ („Georgia-Russia: Learn to Live Like Neighbors“). თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გამოსწორება შვეიცარელ შუამავლებს შეუძლიათ, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის მსო-ს თაობაზე მოლაპარაკებების ჩატარებაში ეხმარებიან, მიაჩნია მას. „დროა, ორმა ქვეყანამ მეტი ისაუბროს ერთმანეთთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან - პირდაპირ ან მესამე მხარის დახმარებით, - და მორჩეს ბრალდებების გაცვლით პრესაში და საპარლამენტო გამოსვლებით“, - მიაჩნიათ ავტორებს მოხსენებისა, რომელიც სამხედრო კოფლიქტის მესამე წლისთავისთვის გამოვიდა. „საქართველო რუსეთს ქართულ ტერიტორიაზე ჯაშუშური ქსელის შექმნასა და ათეულობით აფეთქებასა და აფეთქების განხორციელების მცდელობებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს, რომლებიც ქვეყანაში 2010-2011 წლებში დაფიქსირდა, - წერენ მოხსენების აცტორები. - რუსეთის ოფიციალურ პირებმა რამდენჯერმა დაადანაშაულეს საქართველო რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ისლამისტი ამბოხებულებისათვის დახმარების გაწევაში, თუმცა, კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებიათ“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3107.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 აგვ. 2011, 22:52 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.