პოლიტიკა: მინაშვილი: ოკუპანტები ისევე წავლენ, როგორც ავღანეთიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან | საქართველოს ამბები | ||
საგარეო კავშირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის შეფასებებით, ის, რომ რუსეთმა არ განახორციელა მთელი საქართველოს ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ხელისუფლებების სამხედრო ქმედებების დამსახურებაა. 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შეფასების დროს დეპუტატმა სააგენტო „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლებები პასიურ მდგომარეობაში იქნებოდნენ და არ ჩართულიყვნენ სამხედრო ქმედებებში, დღეს საქართველო, როგორც თავისუფალი სახელმწიფო, არ იარსებებდა. ამავე დროს მინაშვილი დარწმუნებულია, რომ „რუსეთის ჯარები მათ მიერვე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებიდან ისევე წავლენ, როგორც თავის დროს ეს მოხდა ავღანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში“. „ამის დამტკიცების საფუძველს იძლევა ის გარემოებაც, რომ საქართველოს საკითხი საერთაშორისო არენაზე აქტუალურობას არ კარგავს, რაც აშშ-ის სენატის მიერ მიღებული რეზოლუციითაც დასტურდება. მიუხედავად ოკუპაციისა, საქართველო ვითარდება როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით და წინ მოძრაობს. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტილების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებათა პოლიტიკა საკმაოდ ფორმულირებული და თანამიმდევრულია“, - განაცხადა მინაშვილმა და აღნიშნა, რომ „2008 წლის აგვისტოს ომამდე ქართული მხარე რვა მშვიდობიანი ინიციატივით გამოვიდა“. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3105.html
| |||
განათავსა - Drakula | 09 აგვ. 2011, 22:50 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.