საზოგადოება: აშშ-ის გენოციდის პრევენციის ჯგუფმა საქართველო „ნარინჯისფერ ჯგუფში“ შეიყვანა | საქართველოს ამბები | ||
აშშ-ის გენოციდის პრევენციის ჯგუფმა გამოაქვეყნა იმ 33 ქვეყნის სია, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევის პონტეციური საფრთხე არსებობს. რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, რომ ამ სიაში საქართველოც მოხვდა. რისკის ხარისხის მიხედვით ყველაზე მაღალში - „წითელ ჯგუფში“ - მოხვდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა კონგო, პაკისტანი, ერაყი და სომალი. გენოციდის პრევენციის ჯგუფი აშშ-ის მთავრობას აძლევს რეკომენდაციებს ამ ქვეყნებზე ზეწოლის განხორციელების თაობაზე, ამ ქვეყნებში სამშვიდობო კონტინგენტის შეყვანის შესაძლებლობის ჩათვლით. საქართველო, ისრალეთან ერთად, მოხვდა „ნარინჯისფერ ჯგუფში“, რომელიც რისკის ხარისხის მიხედვით შედარებით დაბალია. გენოციდის პრევენციის ჯგუფის რეკომენდაციით, აშშ-მ ამ ქვეყნების მიმართ მთელი თავისი დიპლომატიური არსენალი უნდა გამოიყენოს, ხოლო სამხედრო ძალების შეყვანა უკიდურესად აუცილებელ შემთხვევაში უნდა ხორციელდებოდეს. გენოციდის პრევენციის ჯგუფს ხელმძღვანელობენ მადლენ ოლბრაიტი და უილიან კოენი. ამ ჯგუფის რეკომენდაციებით იმოქმედებს ბოროტებათა აღფოხვრის სპეციალური სააგენტო, რომლის შექმნის ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ უკვე მოაწერა ხელი. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3083.html
| |||
განათავსა - Drakula | 06 აგვ. 2011, 18:02 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.