aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 პოლიტიკა: იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
იულია ტიმოშჩენკო დააპატიმრეს. უკრაინის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ქვეყნის ექს-პრემიერის იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების შესახებ.



სასამართლოს დარბაზში შევიდა რამდენიმე ათეული მილიციის და სპეცრაზმ „ბერკუტის" თანამშრომელი, რომლებმაც ექსპრემიერი დააპატიმრეს. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხდები შემდეგ, რომელმაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ იულია ტიმოშენკოს დაპატიმრების შესახებ.
 

შეგახსანებთ, რომ უკრაინის ექს-პრემიერმა იულია ტიმოშენკომ რუსეთთან "ეკონომიკურად არახელსაყრელ და მიუღებელ" კონტრაქტებს მოაწერა ხელი, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ბრალმდებლის ლილია ფროლოვას საბრალდებლო დასკვნაში, რომელიც პროკურორმა სასამართლოზე ტიმოშენკოს "გაზის საქმეზე" წარადგინა.
"ტიმოშენკოს პრემიერ-მინისტრად ყოფნისას უფლება არ ქონდა ერთპიროვნულად გაეცა დირექტივები გაზის კონტრაქტის ხელის მოწერის შესახებ. ამის მიუხედავად, პრემიერ მინისტრმა ტიმოშჩენკომ ხელისუფლებისა და უფლობამოსილების გადაჭარბებით დაავალა დუბინას (ოლეგ დუბინა, ყოფილი ნეფტოგაზის" ხელმძღვანელი) მისი ხელმოწერა", - ამტკიცებს სახელმწიფო ბრალდება.


პროკურორი მიიჩნევს, რომ ტიმოშენკოს სურდა შეექმნა ეფექტური ხელმძღვანელის იმიჯი, თუმცა მისი ასეთი ქმედება "დასჯადია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მესამე ნაწილით (თანამდებობის და სამსახურეობრივი უფლებასმოსილების გადამეტება)". მუხლი ითალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლმადე. ასევე, სამი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების ან რაიმე მსგავსი საქმიანობის აკრძალვას.
პროკურორმა საბრალდებლო დასკვნის კითხვას სამი საათი მოანდომა. სასამართლოს მტკიცებულებებად წარედგინა თავად ტიმოშენკოს, ასევე ექს-პრეზიდენტ იუშჩენკოს და ნეფთოგაზის ყოფილი მართველის ოლეგ დუბინას ჩვენებები.
საბრალდებლო დასკვნაში პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ 2005 წელს ექს-პრემიერის წინააღმდეგ რუსეთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქრთამის მიცემის ბრალდებით.


"დასასტურებულია, რომ ტიმოშენკო არ დაადგა გამოსწორების გზას და 2009 წელს უკრაინის პრემიერ-მინისტრად ყოფნისას ჩაიდინა მძიმე თანამდებობრივი დანაშაული", - განაცხადა ფროლოვამ სასამართლო პროცესზე.
საბრალდებლო დასკვნის წაკითხვის შემდეგ სასამართლოს გადაეცა სარჩელი, რომლის მიხედვითაც ტიმოშენკოს "ნეფტოგაზის" სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის სანაცვლოდ, 1,5 მილიარდი გრივნი უნდა გადაიხადოს.

წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3074.html
განათავსა - consul | 05 აგვ. 2011, 19:36 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian