მეცნიერება-ტექნოლოგიები: ბილაინი მომხმარებელს ახალი თაობის ტელეფონს სთავაზობს | საქართველოს ამბები | ||
მობილური ოპერატორი ბილაინი მომხმარებელს ახალი თაობის ტელეფონს სთავაზობს, Alcatel 813 სთავაზობს. ტელეფონი ორ სიმ ბართიანია საიდანაც მხოლოდ ერთი არის ბილაინის ქსელზე დაბლოკილი, ხოლო მეორე ბარათი ნებისმიერი ოპერატორის შეიძლება რომ გამოიყენოთ.
ეს ტელეფონი, არის პირველი ტელეფონი ბილაინისგან, რომელიც ქართული შრიფთიტ შესრულებულ საიტებს და დოკუმენტებს კითხულობს ტელეფონი აღჭურვილია : 2 მეგაპიქსელიანი კამერით, ვებ კამერით, MP3 პლეიერით , რადიო , მაღვიძარა , თამაშებით, Bluetooth და WI-FI მხარდაჭერით. ტელეფონს აქვს ქვერთ კლავიატურა და არის თაჩსქრინით.
ახალი თაობის მობილური ტელეფონი არის წარმოდგენილი Facebook -ის Opera-ს და ამინდის აპლიკაცებით. ის ორ , წითელ და შავ ფერში არის წარმოდგენილი.
ტელეფონის საცალო ღირებულებაა 155 ლარი, მისი შეძენა მხოლოდ ბილაინის აბონენტთა მომსახურების და სადილერო ოფისებშია შესაძლებელი.
" ეს ბილაინის მიერ შეთავაზებულ ტელეფონებს შორის, მეორე მოდელია, რომელსაც ორი სიმ ბარათით გამოიყენებს ჩვენი მომხარებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს აბონენტებს ვაძლევთ საუკეთესო საშუალებას, კიდევ ერთხელ თავად დარწმუნდნენ იმ ფაქტში, რომ ბილაინის შეთავაზებები ბაზარზე უკონკურენტოა. წინა მოდელების მფლობელების დიდმა ნაწილმა, ვინც ბილაინის გარდა სხვა სიმ ბარათითაც სარგებლობდა, ბილაინი აირჩია მომსახურე ოპერატორად, რაც ჩვენთვის დამატებითი სტიმულია უკეთესი შეთავაზებებისათვის. რაც მთავარია ყველა შეთავაზებული მოდელის ღირებულება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ბაზარზე არსებული ტელეფონების ფასს, თუმცა ხარისხი განსაკუთრებით მაღალია. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3070.html
| |||
განათავსა - consul | 05 აგვ. 2011, 19:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.