პოლიტიკა: რუსებს არ მიაჩნიათ, რომ სააკაშვილი ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს | საქართველოს ამბები | ||
რესპონდენტთა 69 პროცენტი არ უჭერს მხარს დიმიტრი მედვედევის იდეას მიხეილ სააკაშვილისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ასეთი შედეგები დაფიქსირდა გამოკითხვის დროს, რომელიც რადიო „მოსკოვის ექოს“ ვებ-გვერდზე ჩატარდა. შეკითხვა ასეთი იყო: ეთანხმებით თუ არა რუსეთის პრეზიდენტის იდეას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის შესახებ? ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგებით მოცემულ იდეას არ უჭერს მხარს რესპონდენტთა 69 პროცენტი, ხოლო 26.8 პროცენტს მიაჩნია, რომ სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს. გამოკითხულთა 15 პროცენტს პასუხის გაცემა უჭირს. აღნიშნულ საკითხზე სატელეფონო გამოკითხვაც ჩატარდა: 31 პროცენტს მიაჩნია, რომ სააკაშვილი უნდა წარსდგეს ტრიბუნალის წინაშე, ხოლო 69 პროცენტი ამის წინააღმდეგია. ამ კონტექსტში საინტერესო იქნებოდა რუსებისთვის შეკითხვის დასმა იმაზე, სურთ თუ არა მათ, რომ ტრიბუნალის წინაშე წარსდგნენ მედვედევი და პუტინი. ვეჭვობთ, რომ რუსების უმრავლესობა დადებით პასუხს გასცემდა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიესალმებოდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, მაგრამ მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ეს არარეალურია. ამის შესახებ მედვედევმა ქართველი და რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3067.html
| |||
განათავსა - Drakula | 05 აგვ. 2011, 19:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.