პოლიტიკა: ეკა ტყეშელაშვილი: რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობა ბლეფია | საქართველოს ამბები | ||
რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობა ბლეფია, მიაჩნია სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილს, იუწყება “GHN“. „ყველაფერი ეს იურიდიული თვალსაზრისით ბლეფია. რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რაღაც ვირტუალური ქვეყნის შექმნით ცდილობს ურთიერთობა აწარმოოს აფხაზეთთან „დამოუკიდებელი“ რესპუბლიკის სახით“, - უთხრა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს სამთავრობო სხდომის დაწყებამდე. ამასთან ერთად, მან ასევე კომენტარი გააკეთა ე. წ. სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე და აღნიშნა, რომ ის, რაც ამ რეგიონში ხდება, ისევე არალოგიკურია, როგორც აფხაზეთში. „ყველაფერს, რასაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნულოვანი იურიდიული ძალა აქვს მანამ, სანამ არ მოხდება დეოკუპაცია და არ აღდგება სამართლიანობა“, - თქვა ტყეშელაშვილმა. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3055.html
| |||
განათავსა - Drakula | 04 აგვ. 2011, 14:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.