ეკონომიკა: ივლისში საქართველოში ინფლაცია 1.6%-ით შემცირდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
2011 წლის ივლისში, 2010 წლის ივლისთან შედარებით, წლიური ინფლაციის დონემ 8.5% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე არის მინუს 1.6%. როგორც „საქსტატი“ იტყობინება, ინფლაციის წლიური მაჩვენებლის ფორმირებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ფასების ცვლილებებმა შემდეგ სასაქონლო ჯგუფებში: კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები: საანგარიშო პერიოდში ფასები 16.6%-ით გაიზარდა, შესაბამისად ჯგუფის წილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 6.7% შეადგინა. ფასების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა: ხილისა და ყურძნის ჯგუფში - 30.4%, რძე, ყველი და კვერცხი - 26.4%, ხორცი და ხორცპროდუქტები - 26.1%, მცენარეული ზეთი და ცხიმი - 25.6%, პური და პურპროდუქტები - 21.9%. ტრანსპორტი: ტარიფები 16.3%-ით გაიზარდა. შესაბამისად ჯგუფის წილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 1.7% შეადგინა. ამ ჯგუფში ტარიფების არსებითი ზრდა დაფიქსირდა ბენზინზე - 17.3%, დიზელზე - 22.3%, მგზავრობაზე შიდასაქალაქო ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში - 22.1%. ინფლაციის თვიურ მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებებზე შემდეგ ჯგუფებში: კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები: ფასები 5.1 პროცენტით შემცირდა. შესაბამისად, ივლისის ინფლაციაში ჯგუფის წილმა 2.28 პროცენტი შეადგინა. მოცემულ ჯგუფში ფასები არსებითად შემცირდა ბოსტნეულზე, კარტოფილსა და სხვა ბოლქვის ქვეჯგუფებზე - 23.3 პროცენტით, ხილსა და ყურძენზე - 16.3 პროცენტით. ფასები გაიზარდა შაქარსა და ტკბილეულობაზე - 4.9 პროცენტი. ტრანსპორტი: აღნიშნულ პერიოდში ფასები 7.4 პროცენტით გაიზარდა. ინფლაციის საერთო მაჩვენებელში ჯგუფის წილმა 0.77 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ავტობუსებსა და მიკროავტობუსებზე - 18.4 პროცენტით. 2010 წლის ივლისთან შედარებით მიმდინარე წლის ივნისში ფასები 14.2%-ით შემცირდა. ჯგუფის წილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0.6% შეადგინა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3040.html
| |||
განათავსა - Drakula | 03 აგვ. 2011, 11:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.