საზოგადოება: სრულიად საქართველოს პატრირქმა ხალხს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა | საქართველოს ამბები | ||
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქართველ ხალხს მათი სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა, იუწყება «GHN». "მე მხოლოდ ერთი რამ დამრჩა, ღმერთს მადლობა გადავუხადო თქვენი სიყვარულისთვის" - განაცხადა სრულიად საქართველოს პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვაზე. პატრიარქმა გამოხატა იმედი, რომ საქართველო გაიმარჯვებს და აყვავდება. "საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. აუცილებლად გაბრწყინდება. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია ერთმანეთს შევეჯიბროთ მე უფრო ძლიერ მიყვარხართ თუ თქვენ. ჩვენ ერთმანეთის სიყვარულში უნდა შევეჯიმროთ"-განაცხადა პატრიარქმა. შეგახსენებთ, რომ დღეს მართმადიდებლური სამყარო წინასწარმეტყველი ელიას ხსოვნის დღეს აღნიშნავენ. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3034.html
| |||
განათავსა - consul | 02 აგვ. 2011, 20:06 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.