სპორტი: საქართველოს პელე ეწვევა | საქართველოს ამბები | ||
ნოემბერში საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს ვიზიტია მოსალოდნელი. იგი თბილისში 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საგანგებო ელჩის რანგში ჩამოვა. გაზეთ „ლელოს“ ინფორმაციით, პელე საქართველოში 23-24 ნოემბერს ჩამოვა. მისი ვიზიტი უკავშირდება თბილისში 23-29 ნოემბერს დაგეგმილ ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირს საქველმოქმედო. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ბრაზილიის, არგენტინის, ურუგვაისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები, რომლებიც 21 წლამდე მოთამაშეებით იქნება დაკომპლექტებული. თბილისის ტურნირის ორგანიზატორია ორგანიზაცია „საქართველოს კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და საქმიანო ურთიერთბების ფონდი“. როგორც გაზეთი „ლელო“ აღნიშნავს, პელე 2014 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საგანგებო ელჩის რანგში თავის ტურნეს საქართველოდან იწყებს. მოგვიანებით იგი ასევე ეწვევა საფრანგეთს, გერმანიას, ინგლისსა და სხვა ქვეყნებს. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3027.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 აგვ. 2011, 11:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.