ეს საინტერესოა: პირველი ფილმი 4D ფორმატში - არომატული ეფექტებით - ეკრანებზე გამოვიდა | მსოფლიოს ამბები | ||
ლოს-ანჯელესში შედგა პრემიერა პირველი ფილმისა 4D ფორმატში „ჯაშუშთა შვილები“, რომელიც გახდა პირველი ფილმი არომატული სპეცეფექტებით, იუწყება “GHN“. კინოფილმის ვარსკვლავურმა შემადგენლობამ - ჯესიკა ალბამ, ჯოელ მაკჰოლმა, ალექსა ვეგამ და ჯერემი პივენმა - მაყურებლებს ცნობილი სერიალის ფრანშიზის მეოთხე ნაწილი წარუდგინა. რეჟისორ რობერტ როდრიგესის კინოფილმის ახალ სერიაში მთავარი პერსონაჟები - ბავშვები სუპერ-გმირები ხდებიან, რათა დაღუპვისაგან არა მხოლოდ მათი მშობლები, არამედ მთელი სამყარო გადაარჩინონ. როგორც იტყვიან, სიუჟეტი ახალი არ არის, მაგრამ ახალ 4D ფორმატში მთავარი გმირების წარმტაცმა თავგადასავლებმა პატარა მაყურებლების აღტაცება გამოიწვია. პრემიერას ბავშვების დიდი რაოდენობა ესწრებოდა, რაც, პრინციპში, ბუნებრივია. საინტერესოა, რომ ეს 4D Aroma-Scopeფორმატში პირველი ფილმია, რომელიც ეკრანებზე გამოდის. Aroma-Scopeგახლავთ არომატული სპეცეფექტები, რომელთა შეგრძნებას ფილმის ყურების დროს შევძლებთ. ამასთან, ბილეთებთან ერთად მაყურებლებს გადაეცემათ სპეციალური არომასკოპები - ბარათები ციფრებით, რომლებიც არომატული ზეთებით არის დამუშავებული. ყურების მომენტში, როდესაც ეკრანზე ესა თუ ის ციფრი ჩნდება, აუცილებელია არომასკოპზე დამცავი ფენის წაშლა და შესაძლებელია იმ სურნელის შეგრძნება, რომელსაც გმირები გრძნობენ. მსახიობმა ჯესიკა ალბამ, რომელიც ორსულობის ბოლო თვეშია, ვერ გამოტოვა ასეთი მოვლენა და პრემიერაზე ქმართან და ქალიშვილთან ონორთან ერთად მოვიდა. მსახიობი სიხარულისაგან ბრწყინავდა და ფოტოკამერების წინაშე პოზიორობდა, გადმოსცემს Passion.ru. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3026.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 აგვ. 2011, 11:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 5 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.