კულტურა: ილია ჭავჭავაძის „ივერიას“ ააღორძინებენ | საქართველოს ამბები | ||
საგამომცელო სახლი „ქართული ელიტა“ ააღორძინებს გაზეთ „ივერიას“, რომელსაც მეოცე საუკუნის დასაწყისში ილია ჭავჭავაძე გამოსცემდა. აღორძინებული „ივერიის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია 2 აგვისტოს საქართველოს პატრიარქიასთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება. ახალი „ივერიის“ იდეისა და პროექტის ავტორი, რედაქტორი და გამომცემელი გახლავთ ნუგზარ ჭიაბერაშვილი. რედკოლეგიაში ასევე შედიან აკაკი იობაშვილი, ლალი გოჩიტაშვილი, მერაბ დვალი, ნელი დუმბაძე, ნინო ქერატიშვილი, ნინო შავაძე. „ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ილიას სიბრძნე - საიდან მოვდივართ, ვინ ვიყავით, ვინ ვართ დღეს, ვინ ვიქნებით ხვალ და რა ადგილს დავიკავებთ კაცობრიობის ისტორიაში, რას დავუტოვებთ შთამომავლებს. აი, რაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ - დიდმა თუ პატარამ“, - აცხადებენ გამომცემლები. მათი თქმით, სწორედ ილია ჭავჭავაზის ამ სიბრძნემ უბიძგა მათ „ივერიის“ აღორძინებისკენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3020.html
| |||
განათავსა - Drakula | 02 აგვ. 2011, 11:01 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.