ეკონომიკა: Apple-ს აშშ-ის მთავრობაზე მეტი ფული აღმოაჩნდა | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ანალიტიკოსებმა გაკვირვებით განაცხადეს, რომ სტივ ჯობსის კორპორაციას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობაზე მეტი ფული აღმოაჩნდა. შედარებისათვის: აშშ-ის სახაზინოს ბოლო ანგარიშმა აჩვენა, რომ ქვეყანაში მიმოქცევაში მყოფი ფულის რაოდენობა 73.7 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო Apple 76.4 მლრდ დოლარის ოდენობის რეზერვებს ფლობს. როგორც იტყობინებოდნენ, დაახლოებით ერთი კვირის წინ კორპორაციამ 2011 წლის მეორე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაცხადა, რომელთა შესაბამისადაც Apple-მა „წმინდა“ 7.31 მლრდ დოლარი მიიღო 28.57 მლრდ ამონაგებიდან. ორივე მაჩვენებელი კომპანიისთვის მისი ისტორიის განმავლობაში რეკორდულია. წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ამონაგები 82 პროცენტით, ხოლო წმინდა მოგება - 125 პროცენტით გაიზარდა. ივნისის ბოლოს დასრულებულ საანგარიშო კვარტალში ყველაზე დიდ წარმატებას Apple-მა ბაზარზე მობილური მოწყობილობების - iPhoneსმარტფონებისა და iPadპლანშეტების გაყიდვების თვალსაზრისით მიაღწია. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3015.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 ივლ. 2011, 18:29 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.