საზოგადოება: საქართველო მსოფლიოში მეორე ქვეყანაა უსაფრთხოების ქამრების გამოყენების მიხედვით | ![]() | საქართველოს ამბები | |
![]() ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ასოციაცია „დაცული მოძრაობის“ ხელმძღვანელმა დავიდ მესხიშვილმა თქვა. მისი თქმით, აღნიშნულ სიაში პირველ ადგილზეა ავსტრალია, მეორეზე - საქართველო, ხოლო მესამეზე - დანია. „ჩვენ დავინტერესდით იმით, თუ რამდენად შეიცვალა საგზაო შემთხვევების სტატისტიკა მას მერე, რაც მოქმედება დაიწყო უფრო მკაცრმა სანქციებმა მთვრალი მძღოლების მიმართ და აუცილებელი გახდა უსაფრთხოების ქამრების გამოყენება. 2009 წელს 1 633 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2011 წლისთვის ეს მაჩვენებელი 25 პროცენტით შემცირდა. რაც შეეხება დაშავებულებს, 2009 წელს საგზაო შემთხვევების შედეგად 2 447 ადამიანი დაშავდა, ხოლო მიმდინარე წლის მონაცემებით დაშავებულთა რიცხვი 28 პროცენტით შემცირდა. დაღუპულთა რიცხვი კი, წინა წლებთან შედარებით, 34 პროცენტით შემცირდა“, - თქვა მესხიშვილმა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3014.html
| |||
განათავსა - Drakula | 30 ივლ. 2011, 18:26 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.