პოლიტიკა: ეროსი კინწმარიშვილი "საქართველოს პარტიიდან" წასვლას კატეგორიულად უარყოფს | საქართველოს ამბები | ||
ეროსი კინწმარიშვილი კატეგორიულად უარყოს ინფორმაციას, რომელიც "საქართველოს პარტიიდან" მის წასვლას ეხება, იუწყება «GHN». "ინფრომაცია, პარტიიდან წასვლის თაობაზე აბსურდია"–განაცხადა კინწმარიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" საუბრისას, როდესაც გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნებულ სტატიაზე აკეთებდა კომენტარს. რაც შეეხება მიზეზებს, რომ თითქოსდა კინწმარიშვილი პარტიიდან მიდის, ისინი ბრიუსელში გამართულ დიდ კონფერენციასთანაა დაკავშირებული, სადაც უცხოეთში მცხოვრები ქართველების ფართო სპექტრი შეიკრიება.კინწმარიშვილმა ასეთი კონფერენციის ჩატარების იდეა დაადასტურა. "ასეთი კონფერენციის ჩატარების იდეა იმაშია, რომ მიუხედავად განსახვავებული იდეოლოგისა, ორიენტაცია გაკეთდება არა პოლიტიკაზე, არამედ ჩვეულებრივი მოქალაქეების ფართო სპექტრზე და ამ შეხვედრის გზით, ჩვენ გარკვეულ კონსენსუს მივაღწევთ, რისი საშუალებითაც შესაძლებელია არსებული კრიზისიდან გასვლა"–განაცხადა მან. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2998.html
| |||
განათავსა - consul | 29 ივლ. 2011, 19:46 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.