საზოგადოება: ილია II: არ მინდა დებატებში ვინმეს ჩავერთო | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის არქიეპისკოპოსმა, პიცუნდისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა," არ მინდა ვინმეს დებატებში ჩავერთო". როგორც უწმინდესმა უკრაინულ მედიას განუცხდა, " საქართველო მძიმე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ფინანსურ მდგომარეობაშია". "მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთულია, როდესაც შენთან ადამიანი მოვა და გეტვის: "მე შვილები გავუშვი სკოლაში და ვერ შევძელი ისინი გამომეკვება." თავიდან ზრუნვა ადამიანზე მოხდეს, ადამიანი–დედამიწაზე უმაღლესი ღირებულებაა. მაგალითად, ცნობილმა ქართველმა მწერალმა წმინდა ილია ჭავჭავაძემ სამი სიტყვა თქვა: "ენა, მამული, სარწმუნოება". მე ამას განვავრცობ და ვიტყვი: "ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ეს არის ის სამი ღირებულება, რომელიც აუციელებლია, თუ ადამინი დაკარგავს რწმენას, უღალატებს სამშობლოს და ადამიანი,როგორც უმაღლესი ღირებულება, თავის კარგ ურთიერთობებს დაკარგავს, ბოლო ძალიან ცუდი იქნება, ამიტომაც, მე ვფიქრობმ რომ ვაკეთებ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდე"–აღნიშნა ილია მეორემ. "მე არ მინდა ვინმეს დებატებში ჩავერთო. მე უბრალოდ მინდა კეთილდღეობა ვუსურვო მსოფლიოსა და უბრალო მორწმუნეებს, მუსლიმანებს და სხვა რელიგიის წარმომადგნლებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ხალხს დავეხმაროთ. ჩვენთვის არანაირი მნიშვენლობა არ აქვს, რა რჯულისა და ეროვნების იქნება ადამიანი, ჩვენ ვეხმარებით ყველას, ვისაც ეს სჭირდება და რამდენადაც ეს შესაძლებელია, რადგან ჩვენ ეკონომიკურ პლანზე შეზღუდულები ვართ. მე კეთილ მომავალის იმედი მაქვს"–დაამატა პატრიარქმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2993.html
| |||
განათავსა - consul | 29 ივლ. 2011, 19:37 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.