საზოგადოება: 2011 წელს საქართველოში აივ–ინფექციის 170 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული | საქართველოს ამბები | ||
2011 წლის დასაწყისიდან საქართველოში აივ–ინფექციის 170 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული, მათგან შიდსი 82 დაინფიცირებულს განუვითარდა, ამის შესახებ "კავკას–პრესს" დაავადებათა კონტოროლისა და საზოგადოების ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრმა ოთხშაბათს აუწყა. ცენტრის მონაცემებით, 170 აივ–ინფიცირებულიდან 113 მამაკაცია და 57 ქალი. ამავდროულად, ცენტრში განაცხადეს, რომ შიდსისგან 49 ადამიანი დაიღუპა. გასულ წელთან შედარებით, ნარკოტიკების მიღების გზით აივ–ინფიცირებულთა რაოდენობა 38%–ით შემცირდა, მაგრამ სექსუალური გზით ინფიცირებულთა რაოდენობა 53 პროცენტით გაიზარდა. 2010 წელს აივ–ინფიცირების 455 შემთხვევა იქნა დაფიქსირებული–ეს 1989 წლიდან, როდესაც საქართველოში პირველად იქნა დაფიქსირებული შიდსის შემთხვევა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აივ–ინფექციით დაავადების ყველაზე გავრცელებული მიზეზი საქართველოში სისხლი და სექსუალური კავშირებია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2991.html
| |||
განათავსა - consul | 28 ივლ. 2011, 19:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.