პოლიტიკა: ჭყოიძე: პუტინის პოსტზე დაბრუნება რუსეთის იზოლაციას გააღრმავებს | საქართველოს ამბები | ||
ევროპის ინტეგრაციის გამოკვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ვასილ ჭყოიძე არ გამორიცხავს, რომ წინასარჩევნო და არჩევნების შემდგომი პერიოდი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სისხლიანი პროვოკაციისთვის იქნას გამოყენებული. "ვლადიმერ პუტინის რეიტინგი ამ ეტაპზე ისეთი დაბალია, როგორც არასდროს და სავსებით შესაძლებელია, რომ მან გამოცდილ მეთოდს მიმართოს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩეჩნეთის მეორე ომში ან 2008 წლის აგვისტოში. ეს შესაძლოა მოხდეს, როგორც წინასაარჩევნო, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდში"–განუცხადა ჭყოიძემ სააგენტო "პირველს". მისი თქმით, "მიუხედავად დაბალი რეიტინგისა, პუტინმა შეიძლება მოიგოს არჩევნები და ახლადარჩეული რუსეთის პრეზიდენტისთვის აუცილებელი იქნება ახალი შიდა და გარე საფრთხებიის კონსოლიდაცია საზოგადოების ირგვლივ". ამის გარდა, ექსპერტი აღნიშნავს, რომ აშშ–მ და ევროკავშირმა ღიად დააფიქსირა უარყოფითი დამოკიდებულება პუტინისადმი და მისი კურსისადმი და ამიტომაც, პუტინის პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება რუსეთის იზოლაციას გააღრმავებს." წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2989.html
| |||
განათავსა - consul | 28 ივლ. 2011, 17:58 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.