ეკონომიკა: ბანკებს სესხების გამარტივების შესაძლებლობა ეძლევათ | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
ქართულ საბანკო სექტორს სესხების გამარტივებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების შესაძლებლობა ეძლევა. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს სარეზერვო განაკვეთები შეუმცირა, რაც გრძელვადიანი დაფინანსებების წახალისების მიზნით გაკეთდა. ეროვნულ ვალუტაში ერთ წელზე მეტი ვადითა და უცხოურ ვალუტაში ორ წელზე მეტი ვადით ვალად აღებული სახსრები სარეზერვო მოთხოვნებისაგან გათავისუფლებულია. ხოლო უცხოურ ვალუტაში ერთიდან ორ წლამდე ვადით სესხად აღებული სახსრებისთვის სარეზერვო ნორმა 5%-ით შემცირდა. პარალელურად ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთსაც ამცირებს. „TBCბანკის“ გენერალურ დირექტორს ვახტანგ ბუცხრიკიძეს მიაჩნია, რომ სესხების გაცემის თვალსაზრისით ისინი კიდევ უფრო აქტივიზირდებიან წლის მეორე ნახევარში. პირველ ნახევარში “TBC”-მ 350 მლნ ლარი საკრედიტო რესურსი გასცა, ხოლო საბანკო ბაზარზე ბანკის აქტიურობები ფინანსურ მაჩვენებლებში აისახა. წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგების კონტექსტში „TBC“-მ „საქართველოს ბანკს“ გაუსწრო. მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში „TBC“-ს წმინდა მოგებამ 45 მილიონ ლარს გადააჭარბა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2985.html
| |||
განათავსა - Drakula | 28 ივლ. 2011, 17:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.