საზოგადოება: 2011 წელს საქართველოში 15 524 დანაშაული დაფიქსირდა | საქართველოს ამბები | ||
2011 წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოში 15 524 დანაშაული დაფიქსირდა - ასეთია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები, იტყობინება “GHN“. მათ შორისაა 4346 განსაკუთრებული სიმძიმის დანაშაული, რომელთაგან 2483 არის გახსნილი. სულ დარეგისტრირებულ დანაშაულთა შორის გახსნილია 6881 (44.3%). 2011 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში თბილისის მასშტაბით 6955 დანაშაული დარეგისტრირდა, რომელთაგან 2802 გაიხსნა. წინა წელთან შედარებით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი 1320-ით შემცირდა. თბილისის მასშტაბით თბილისში 2011 წლის 6 თვის განმავლობაში 1986 მძიმე დანაშაული ჩაიდინეს. 2010 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში 17580 დანაშაული იქნა ჩადენილი, რომელთაგან გაიხსნა 8696. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2972.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 ივლ. 2011, 21:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.