საზოგადოება: უსუფაშვილი: არ შეიძლება ეკლესიას იმაზე მეტი მოვთხოვოთ, ვიდრე მის უფლებამოსილებებში შედის | საქართველოს ამბები | ||
„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის დავით უსუფაშვილის აზრით, „საჭირო არაა საქართველოსა და რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიების ურთიერთობას ისეთი პოლიტიკური მნიშვნელობა მივანიჭოთ, რომელიც მთლიანობაში ეკლესიის როლისა და ფუნქციების ფარგლებს სცდება“. ამის შესახებ უსუფაშვილმა განაცხადა, როდესაც კიევში გუშინდელი შეხვედრის დასრულებასთან დაკავშირებულ რუსეთისა და საქართველოს პატრიარქების განცხადებაზე კომენტარს აკეთებდა. „რუსეთის პატრიარქის კირილეს მხრიდან ქართული მართმადიდებლური ეკლესიის კანონიკური იურისდიქციის გავრცელების შესახებ კიდევ ერთი დადასტურება, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი ფაქტია. ამავე დროს, ეს დასტურია იმისა, რომ საეკლესიო ნორმები და სახელმწიფოთშორისი ურთიერთობები სხვადასხვა რამეა და ერთი და იგივე პრინციპებს არ ეფუძნება. ამიტომ ამასთან დაკავშირებით ქართული ეკლესიისაგან არ უნდა მოვითხოვოთ იმაზე მეტი, ვიდრე მთლიანობაში ეკლესიის უფლებამოსილობებს სცდება“, - განუცხადა უსუფაშვილმა სააგენტო „პირველს“. ამასთან ერთად, უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რთული ქართულ-რუსული ურთიერთობების ფონზე ყოველთვის ცდილობდა ეკლესიებსა და ერებს შორის ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნებას, რაც ცალსახად კარგი ფაქტია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2971.html
| |||
განათავსა - Drakula | 27 ივლ. 2011, 21:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.