გარემო: სიცხე 40 გრადუსს მიაღწევს | საქართველოს ამბები | ||
მაღალი ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. პიკი დღეს და 29 ივლისს იქნება დაფიქსირებული. სინოპტიკოსების პროგნოზის თანამხმად, ყველაზე მაღალი ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში შეინიშნება. ზუგდიდსა და ამბროლაურში თერმომეტრი 39–40 გრადუსს უჩვენებს. ყველაზე ცხელი დღეები ამ სეზონზე ბოლო ორი დღის განმავლობში იყო– სიცხემ 36 გრადუსს მიაღწია. პროგნოზის თანახმად, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში ცოტათი დაიწებს, ხოლო აღმოსავლეთში კი პირიქით აიწევს. სინოპტიკოსები ირწმუნებიან, რომ ანომალური არაფერი ხდება და მაღალი ტემპერატურა წლის ამ დროისთვის დამახასიათებელია. მოსახლეობას კი მოუწოდებენ თავი შეიკავონ მზეზე დიდხანს ყოფნისაგან და მიიღონ ბევრი სითხე. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2970.html
| |||
განათავსა - consul | 27 ივლ. 2011, 21:34 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.