ეკონომიკა: საქართველოს საჯარო რეესტრში ახალი ტექნოლოგიები დაინერგა | საქართველოს ამბები | ||
რუსთავის იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა სოსო წიქარიშვილმა მიწის გაზმოვის ახალი ტექნოლოგების პრეზენტაცია ჩაატარა. ახალი დანადგარები მიწების გაზომვისა და საკადასტრო სამუშაოებიის უფრო სწრაფად და იაფად ჩატარების საშუალებას იძლევა. მათი გამოყენების მეშვეობით რამოდენიმე წუთში შესაძლებელია ნაკვეთის მონახაზის გაკეთება ელექტრონულ ფორმატში. როგორც სოსო წიკარიშვილმა განაცხადა, საჯარო რეესტრში რეგისტრაციითვის საჭიროა მიწის ნაკვეთის ელექტრონულ ფორმატში შენახვა, რაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ამ კომპანიისთვის ძვირადღირებული აპარატურა აუცილებელია, რასაც მობილური სადგური GPS წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ ძვირი ღირს, მისი სამუშაო ძალიან შრომატევადია. ახალი აპარატურის მეშვეობით მონაკვეთის მონახაზის გაკეთება რამოდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი. ქვეყანაში ასეთი 35 სადგურის შექმნაა დაგეგმილი. უკვე 12 დამონტაჟებულია, მათგან ექვსი А კლასისი სადგურია და ერთიან სისტემას ქმნის, ხოლო ექვსი სადგური მთლიანად და ძალიან დიდი სიზუსტით ფარავს დედაქალაქის ტერიტორიას. პროექტს შვეიცარული კომპანია "ლეიკა" ახორციელებს, მსოფლიოში გეოდეზიის სფეროში ლიდერი- განვითარების შვეიცარული სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის მხარდაჭერით. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2969.html
| |||
განათავსა - consul | 27 ივლ. 2011, 21:33 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.