ეკონომიკა: „The One” საქართველოში 5 მილიონ დოლარს დააბანდებს | ბიზნესი და ეკონომიკა | ||
აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობის ფონზე საქართველოსა და პოლონეთს შორის საინვესტიციო ურთიერთობებიც უმჯობესდება. 2011 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ინვესტიციების მოცულობა პოლონეთიდან საქართველოში. The Financial-ის მასალებით, 2009 წელს პოლონეთიდან 10 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციები განხორციელდა, ხოლო 2011 წელს აღნიშნული მოცულობა მხოლოდ წლის პირველ ნახევარში შემოვიდა. საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს პოლონურ ინვესტორს წარმოადგენს კომპანია „The one“, რომლის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საქართველოში 5 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. თანხა სამ წელზეა გათვლილი და სამედიცინო სფეროში დაიხარჯება. კომპანია ისეთი საავადმყოფოების მშენებლობას გეგმავს, რომლებთანაც ერთად იქნება სამედიცინო სასწავლებელი. ამასთან ერთად, ინვესტიციების განხორციელება სხვა სფეროებშიც იგეგმება. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2962.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ივლ. 2011, 19:40 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.