ეს საინტერესოა: 34 თითის მქონე ბიჭი გინესის რეკორდთა წიგნში მოხვდა | მსოფლიოს ამბები | ||
ერთი წლის ინდოელი ბიჭი სახელად აკშატ საქსენა შევიდა გინესის რეკორდთა წიგნში: იგი დაიბადა 34 თითით - 7-7 ხელებზე და 10-10 ტერფებზე, იუწყება “GHN“. როგორც NEWSru.co.ilგადმოსცემს, ოჯახი ბიჭისა, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ზედმეტი თითების ამპუტაციასთან დაკავშირებული ოპერაციების სერია, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე უტარ პრადეშიშ შტატში ცხოვრობს. მედიკოსები ცდილობენ ბავშვს დიდი თითების რეკონსტრუირება განუხორციელონ, რომლებიც მას დაბადებიდანვე არა აქვს. ეს დაავადება ცნობილია პოლიდაქტიკიას სახელით და გენეტიკურთა სახესხვაობას განეკუთვნება. იგი გადაიცემა მემკვიდრეობით, ან გენების არაპროგნოზირებადი მუტაციის შემთხვევაში წარმოიშობა. ამ დაავადების შედეგად პაციენტს, ჩევულებრივ, ნეკა თითის მახლობლად გაზრდილი ზედმეტი თითები აქვს, მაგრამ მოცემული შემთხვევა ექიმების მიერ კლასიფიცირდება როგორც „ცენტრალური პოლიდაქტილია“, რომლის ფარგლებშიც დუბლირებულია შუა თითები. ბავშვის მშობლები მოხარულები არიან, რომ მათი შვილი რეკორდსმენი გახდა და მოხსნა წინა „მიღწევა“, რომელიც ეკუთვნოდა ახალგაზრდა ჩინელს: იგი დაიბადა 31 თითით: 15-ით ხელებზე და 16-ით ფეხებზე. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2957.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ივლ. 2011, 19:38 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.