შოუ-ბიზნესი: ემი უაინჰაუსის ალბომების გაყიდვები რეკორდებს ხსნის | მსოფლიოს ამბები | ||
ემი უაინჰაუსის გარდაცვალების შემდეგ დიდ ბრიტანეთში მომღერლის ალბომების გაყიდვების მოცულობა 37-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ იტყობინება NME. შემსრულებლის სინგლები ასევე მაღალი მოთხოვნით სარგებლობს: მათი გაყიდვების მოცულობა 23-ჯერ გაიზარდა. შედეგად დისკი „Back to Black“ (მომღერლის მეორე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს გამოვიდა) ალბომების ჩარტის 59-ე სტრიქონამდე, ხოლო მისი მთავარი კომპოზიცია - სინგლების ჰიტ-აღლუმის 81-ე პოზიციამდე ავიდა. ამ კვირას ალბომების ბრიტანული ჩარტის ლიდერი კვლავ გახდა მომღერალ ადელის ალბომი „21“ (ალბომი პირველ სტრიქონზე, საერთო ჯამში, უკვე 18 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა). მისივე დისკი „19“ ჰიტ-აღლუმის მესამე ადგილზე იმყოფება. მეორე ადგილზეა ბეიონსე ალბომით „4“. სინგლების ჰიტ-აღლუმს ზედიზედ მეორე კვირაა, სათავეში უდგას ბოიზ-ბენდ The Wanted-ის კომპოზიცია „Glad You Came“. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2955.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ივლ. 2011, 19:35 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.