ეკონომიკა: საქართველოში ექსპორტმა პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ დოლარს | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() მისი მონაცემებით, 6 თვის განმავლობაში იმპორტი 36%-ით, ხოლო ექსპორტი - 44%-ით გაიზარდა. უშუალოდ ივნისში ექსპორტი 60%-ით გაიხარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან ერთად, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები კვლავაც არიან ევროკავშირი, უკრაინა, თურქეთი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, გილაურმა მათ შორის დაასახელა აზერბაიჯანი, ყაზახეთი და თურქეთი. საექსპორტო პროდუქციებს შორის წამყვანი პოზიციები უკავია ავტომანქანების რეექსპორტს. ექსპორტის 23% სწორედ მათზე მოდის. საქართველოს საექსპორტო პროდუქციაში ასევე შედის ფეროშენადნობები, აზოტური სასუქები, ოქრო, ჯართი და გადამუშავებული არმატურა. „ეკონომიკის მთავარ პრობლემას სწორედ ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი ბალანსი წარმოადგენს და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდა ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა გილაურმა და იმედია გამოთქვა, რომ უარყოფითი ბალანსი თანდათანობით შემცირდება. „ეს დიდ სამუშაოს მოითხოვს, განსაკუთებით, საექსპორტო ბაზარზე“, - აღნიშნა მთავრობის უფროსმა. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2953.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ივლ. 2011, 19:33 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.