ეკონომიკა: ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ტურიზმის განვითარებაში დაეხმარება | საქართველოს ამბები | ||
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ტურიზმის განვითარებაში დაეხმარება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა მაია სიდამონიძემ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა მადრიდში, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა. სიდამონიძის თქმით, შეხვედრაზე შეთანხმებულ იქნა მომავალი თანამშრომლობის ფორმატი, ასევე განიხილებოდა საქართველოს ტექნიკური დახმარების საკითხი. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში. „ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ტურიზმის განვითარების ტემპებით საქართველო მაგალითია დანარჩენი სამყაროსთვის. ისინი მზად არიან, საქართველოს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ, რათა ჩვენ საერთაშორისო პროექტებში ჩავერთოთ და დახმარება გაგვიწიონ ტურიზმის განვითარებაში“, - თქვა მაია სიდამონიძემ. მან ასევე თქვა, რომ ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ მოიწონა საქართველოს კანდიდატურა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის 53-ე სესიის ჩატარების ადგილის სახით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2949.html
| |||
განათავსა - Drakula | 26 ივლ. 2011, 19:26 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.