საზოგადოება: ბათუმში ივლისის შუა რიცხვებში სასწრაფო დახმარების გამოძახების სიხშირე გაიზარდა | საქართველოს ამბები | ||
ივლისის შუა რიცხვებში ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში გამოძახებების სიხშირე გაიზარდა. დღეში 120-დან 150-მდე ზარი შემოდის. ძირითადად გამოძახების მიზეზი მზის დამწვრობა ან მზის დაკვრაა, რასაც თან ახლავს თავბრუსხვევა, ცხელება და ღებინება. დამსვენებლემბა იციან, რომ დღის 12 საათის შემდეგ ნამზეურის მიღება დაუშვებელია, თუმცა ამ წესს არ ემორჩილებიან და აცხადებენ, რომ მზის დამცავ საშუალებებს იყენებენ. ნაწილი აცხადებს, რომ ზღვაზე რამოდენიმე დღით ჩამოვიდნენ და უნდათ ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენონ. ექიმები დამსვენებლებს ურჩევენ თავი შეიკავონ 12 საათიდან 5 საათამდე მზის ქვეშ ყოფნისაგან. მათი თქმით, ამ დროს მზე განსაკუთრებით საშიშია. მედიკოსები ურჩევენ მზიან დღეებში ქოლგით ისარგებლონ და რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ. როგორც სასწრაფო დამხმარების ცენტრში აცხადებენ, 100 გამოძახებიდან ნახევარი მზის დაკვრის გამო ხდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2943.html
| |||
განათავსა - consul | 25 ივლ. 2011, 18:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.