საზოგადოება: 2011-2012 სასწავლო წელს უცხოელი სტუნდების გრანტებზე საქართველოს მთავრობა 195 000 ლარს გამოყოფს | საქართველოს ამბები | ||
2011-2012 სასწავლო წელს უცხოელი სტუნდების გრანტებზე საქართველოს მთავრობა 195 000 ლარს გამოყოფს. საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, დიპლომირებულ აკრედიტირებულ საგანმანათებლო პროგრამებზე (მედიცინა, სტომატოლოგია, ვეტერინარია) ჩარიცხული უცხოელი სტუდენტებისათვის გამოიყოფა დაფინანსება 195 000 ლარის ოდენობით. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება უცხოური სახელმწიფოების 76 მოქალაქეს ექნება. დაფინანსების მიღება ასევე შეუძლიათ იმ უცხოური სახელმწიფოს 10 მოქალაქეს, რომელთა წინაშეც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები აქვს, ასევე იმ სახელმწიფოებისა, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ სახელმწიფო დაფინანსების მიღება. დაფინანსების მიღება ასევე იმ უცხოელ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებიც საგნის სახით ქართველოლოგიას აირჩევენ. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2942.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ივლ. 2011, 18:20 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.