საზოგადოება: facebook-ის მომხმარებლები მარშუტებზე ფასის მომატების წინააღმდეგ გამოვლენ | საქართველოს ამბები | ||
სოციალური ქსელის facebook-ის მომხმარებლები თბილისში სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის 80 თეთრამდე გაზრდის წინააღმდეგ გამოსვლას გეგმავენ. სპეციალურად ამ მიზნისთვის facebook-ზე შექმნილ გვერდზე უკვე 1000 ადამიანი დარეგისტრირდა. საპროტესტო დემონტრაცია სახელწოდებით "აქცია მხოლოდ სოციალური მოთხოვნებით" დღეს თბილისის მერიის წინ, 19:00 საათზე გაიმართება.ასევე აქციის მონაწილეები აპირებენ, რომ მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასის მომატებასთან ერთად სხვა სოციალური პრობლემებიც გააპროტესტონ. "საქართველოში აქცია ერთხელ მაინც უნდა ჩატარდების პოლიტიკური მოთხოვნების გარეშე. მით უმტეეს, რომ სოციალური ფონი გამწვავდა: სამარშუტო ტაქსით მგზავრობა-80 თეთრი, დასუფათავებისა და ელექტროენერგის გაერთიანებული საგადასახო სისტემა, წლის მრიცხველები-100 ლარი, პროდუქტებზე ხელოვნურად გაზრდილი ფასები, დაბალი შემოსავლები და ა.შ. ვისაც ეს პრობლემები აწუხებს შემოგვიერთდით, დაამზადეთ პლაკატები თქვენი მოთხოვნებით და ჩვენთან ერთად გამოდით. ვიკრიბებით ორშაბათას, 19:00 საათზე მერიის წინ"-საუბარია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში. შეგახსნებთ, რომ თბილისში სამარშუტო ტაქსებით მზავრობის ღირებულება თითქმის ყველა ხაზზე 80 თეთრამდე გაიზარდა. მერია ამაში თავის მონაწილებას უარყოფს და აღნიშნავს, რომ ძველი მიკროავტობუსის მძღოლებმა თავისი სურვილისამებრ გაზარდეს მგზავრობის ღირებულება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2940.html
| |||
განათავსა - consul | 25 ივლ. 2011, 18:17 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.