ეკონომიკა: ბათუმის ცენტრში მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობებს დაანგრევენ | საქართველოს ამბები | ||
ბათუმში დაგეგმილია ქალაქის ცენტრში დრამატული თეატრისა და მთავრობის სახლის მახლობლად მდებარე ხუთი 12-სართულიანი და ერთი 5-სართულიანი კორპუსების დემონტაჟი. ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, მათ გადასახლებას მშენებარე კორპუსებში აპირებენ. დღეისათვის მრავალსართულიან სახლებში 260-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. მთავრობა მათ გადასახლებას სექტემბრის დასაწყისში აპირებს. მოსახლეობის თქმით, დემონტაჟის რამდენიმე მიზეზი სახელდება. მათ შორის არსებობს ვერსია იმაზე, რომ მთავრობას სურს სასტუმრო „რედისონისთვის“ ქალაქის ხედი გაათავისუფლოს. საუბარია ახალ გასართობ ცენტრზეც. ინფორმაციას დემონტაჟის შესახებ მერიაშიც ადასტურებენ. მაგრამ ქონებრივი სამმართველოს სამსახურის უფროსის გოგი ლომიძის თქმით, ამ ეტაპზე მხოლოდ ფართობების აღწერა წარმოებს და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ იქნება მიღებული. იგი ადასტურებს, რომ მოსახლეობას შესთავაზებენ ბინებს ხიმშიაშვილის ქუჩაზე. ლომიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილება დემონტაჟის შესახებ განპირობებულია მოცემული კორპუსების ძველი ბათუმის არქიტექტურასთან შეუსაბამობით. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2936.html
| |||
განათავსა - Drakula | 25 ივლ. 2011, 10:41 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.