მეცნიერება-ტექნოლოგიები: მეცნიერებმა ადამიანის სიარულის ასაკი დაადგინეს | მსოფლიოს ამბები | ||
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თანამედროვე ადამიანის შორეული წინაპრები უკვე 3.7 მლნ წლის წინ დადიოდნენ ისე, როგორც თანამედროვე ადამიანები. მეცნიერთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Journal of the Royal Society Interface-ში, ხოლო მისი მოკლე შინაარსი Discovery News-მა მოიყვანა. ბოლო დრომდე მიჩნეული იყო, რომ ადამიანის სიარული 1.9 მილიონი წლის წინ წარმოიშვა. მუშაობის ფარგლებში მკვლევარები გასული საუკუნის 70-იან წლებში ტანზანიაში ქალაქ ლაეტოლის მახლობლად ნაპოვნ 11 ძველ კვალს აანალიზებდნენ. მიჩნეულია, რომ ეს კვალები დატოვეს ავსტრალოპითეკებმა Australopithecus afarensis. კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით მეცნიერებმა კვალების ვრცელი სამგანზომილებიანი მოდელები შექმნეს. მეცნიერთა თქმით, ტრადიციულად მიიჩნეოდა, რომ ადამიანის სიარულისას ძვლის ხვეული ტერფის ცენტრალურ ნაწილში მიწას ეხება და დამახასიათებელ ნაკვალევს ტოვებს. მკვლევართა მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ეს აუცილებელი პირობა არაა - როგორც ერთ-ერთმა ავტორმა რობინ კრომპტონმა განაცხადა: „მრავალი თანამედროვე ადამიანის სიარული ბევრად უფრო მაიმუნურია, ვიდრე ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ“. კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით მეცნიერებმა დაადგინეს, რომ A. afarensisპრაქტიკულად გამართული წელით დადიოდნენ და სიარულისას მხოლოდ დიდ თითებს ეყრდნობოდნენ. ამასთან, თანამედროვე ადამიანის წინაპრები ფიზიკურად ძლიერ განსხვავდებოდნენ ჩვენგან: მათ მოკლე ფეხები და გამოწეული სხეულები ჰქონდათ. ტანზანიაში ნაპოცნი კვალები ხშირად მეცნიერთა გამოკვლევების ობიექტი ხდება. ასე, 2010 წელს ჟურნალ PLoS ONE-ში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც მტკიცდებოდა, რომ ადამიანის წინაპრებმა უკანა კიდურებით გადაადგილება აითვისეს მანამ, სანამ მიწისზედა ცხოვრებაზე გადავიდნენ. წყარო - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2932.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 ივლ. 2011, 19:22 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.