ეს საინტერესოა: რომელ ევროპულ ქვეყანაში უყვართ ყველაზე მეტად მობილური ტელეფონების განახლება? | მსოფლიოს ამბები | ||
კომპანია Cbs Outdoor-Europe-ისა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ Doxa-ს მიერ პოპულარული ინტერნეტ-აუქციონ eBay-სთვის ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ იტალიელები ძალიან არიან გატაცებულები მობილური ტელეფონებით. თუ პერსონალური კომპიუტერების რაოდენობით აპენინის მაცხოვრებლები კვლავინდებურად ევროპული სიის ბოლოში იმყოფებიან, მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების რაოდენობის მიხედვით იტალიას აღნიშნულ ჩამონათვალში პირველი ადგილი უკავია. 20 მილიონზე მეტი იტალიელი სმარტფონების მფლობელია, მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავრდება: ქვეყნის მაცხოვრებელთა 99%-ს, სულ ცოტა, ერთი მობილური ტელეფონი აქვს, მაშინ, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 96%-ს შეადგენს, იტყობინება პორტალი „იტალია რუსულად“. იტალიელები წლის განმავლობაში ტექნოლოგიურ სიახლეებსა და მათთვის განკუთვნილ აქსესუარებზე 2 მლრდ ევროს ხარჯავენ, ყველაზე მოთხოვნადი კი გახლავთ აქსესუარები iPhone-სთვის. იტალიელთა თითქმის 43%-მა განაცხადა, რომ ძალიან უყვართ თავიანთი მობილური მოწყობილობები, ხოლო 38% ირწმუნება, რომ მუდმივად ანახლებს მათ ახალი დამატებებით ან პერსონალიზებას ახდენს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2931.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 ივლ. 2011, 19:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.