პოლიტიკა: ირაკლი ოქრუაშვილი: ლევან გაჩეჩილაძე, იგივე „გრეჩიხა“, ყველაზე დიდი მოღალატე იყო | საქართველოს ამბები | ||
ყველაზე დიდი მოღალატე იყო ლევან გაჩეჩილაძე, იგივე „გრეჩიხა“, რომელმაც თავისი კეთილდღეობის ხარჯზე პარტიის გეგმა გასცა, განაცხადა „ქართული პარტიის“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეარხ „მაესტროსთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, იტყობინება “GHN“. მისი თქმით, საქართველოში მისი ჩამოსვლა მიტინგზე მხოლოდ ერთ საათიან გამოსვლას ითვალისწინებდა. „არსებობდა კონკრეტული გეგმა, რათა ეს საქმე ბოლომდე მიყვანილიყო. ჩვენ ხელისუფლებებისთვის ისეთი დარტყმის მიყენება გვინდოდა, რომ მათთვის ბოლო მოგვეღო. ეს გეგმა რამდენიმე თვის მანძილზე მუშავდებოდა. ჩვენი გეგმა, ჩემი ჩამოსვლის სცენარი, ხელისუფლებას ჩააბარეს. მოღალატე რამდენიმე იყო, მაგრამ ყველაზე დიდი მოღალატე იყო ლევან გაჩეჩილაძე, იგივე „გრეჩიხა“. მან თავისი კეთილდღეობისთვის ჩვენი გეგმა გასცა“, - განაცხადა ოქრუაშვილმა და აღნიშნა, რომ „ქართული პარტია“ მიხეილ სააკაშვილის მოშორების მიზნით არის შექმნილი. „ახლა აღარასდროს ვიტყვი, რომ საქართველოში ჩამოვდივარ. მხოლოდ ვიტყვი - აქ ვარ“, - განაცხადა ოქრუაშვილი. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2929.html
| |||
განათავსა - Drakula | 23 ივლ. 2011, 19:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.