მეცნიერება-ტექნოლოგიები: Nokia-ს მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლის წოდება ჩამოართვეს | მსოფლიოს ამბები | ||
ფინურმა კომპანია Nokia-მ დაუთმო Apple-ს მსოფლიოში სმარტფონების უმსხვილესი მწარმოებლის წოდება. ეს გამომდინარეობს Nokia-ს 2011 წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშიდან, რომელიც კომპანიამ თავის საიტზე 21 ივლისს გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2011 წლის აპრილიდან ივნისის ჩათვლით ფინურმა კომპანიამ 16.7 მლნ სმარტფონის მიწოდება განახორციელა. iPhoneაპარატების მიწოდებათა მოცულობამ ანალოგიურ პერიოდში 20.3 მლნ მოწყობილობა შეადგინა, იტყობინება Apple. საერთო ჯამში, მეორე კვარტალში Nokia-მ 88.5 მლნ მობილური მოწყობილობა მიაწოდა, მათ შორის სმარტფონები და მობილური ტელეფონები. ეს წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელზე 20 მლნ ერთეულით უფრო ცოტაა. მეორე კვარტალში კომპანიის ზარალმა 368 მლნ ევრო შეადგინა. 2010 წლის ანალოგიურ პერიოდში Nokia-მ 227 მლნ ევროს ოდენობის მოგება მიიღო. წინა წელთან შედარებით კომპანიის ამონაგები 7 პროცენტით, 9.3 მლრდ ევრომდე შემცირდა. მეორე კვარტლის ფინანსურ მაჩვენებლებზე კომენტარის გაკეთებისას, Nokia-ს უფროსმა სტივენ ილოპმა განაცხადა, რომ პრობლემები, რომელთა წინაშეც Nokia „სტრატეგიული გარდაქმნების“ მსვლელობაში აღმოჩნდა „უფრო რთული, ვიდრე მოსალოდნელი იყო“. თუმცა ზომებმა, რომლებსაც კომპანია კრიზისთან საბრძოლველად იყენებს, უკვე დაიწყო დადებითი გავლენის მოხდენა საქმეების მდგომარეობაზე, აღნიშნა მან. 2011 წელს Nokia-მ ხარჯების შემცირების პროგრამის ფარგლებში განაცხადა თავის რამდენიმე ქვედანაყოფში დაახლოებით 4 ათასი სამუშაო ადგილის შემცირების შესახებ, ასევე გვერდითი კომპანია Accenture-ის პასუხისმგებლობის ქვეშ მობილური ოპერაციული სისტემა Symbian-ის გადაცემის შესახებ. ამას გარდა, 2011 წლის თებერვალში Nokia-მ გააფორმა შეთანხმება Microsoft-თან სმარტფონების გამოშვების შესახებ Windows Phone 7-ის პლარტფორმაზე. აპარატები გაყიდვაში წლის ბოლოსთვის უნდა გამოჩნდეს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2928.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ივლ. 2011, 19:30 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.