პოლიტიკა: სააკაშვილი ევროპას ბელორუსიასთან მოლაპარაკებების დაწყებისაკენ მოუწოდებს | საქართველოს ამბები | ||
დღეს, ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა" გაიმართა, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა. როგორც სახელმწიფოს ლიდერის ადმინისტრაციის პრესს–სამსახურში იუწყებიან, პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება ბელარუსიას დაუთმო. მიხეილ სააკაშვილის განცხადების მიხევით, აუციელებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და ორგანიზაციებმა აღნიშულ სახელმწიფოსთან აქტიური მოლაპარაკებები აწარმოონ, იმისათვის რომ ეს ქვეყანა იზოალაციაში არ აღმოჩნდეს და მისი განვითარება საერთაშორიოს სტანდატების შესაბამისად განხორციელდეს. "ჩვენ ჩვენ გამოცდილებას გიზიარებთ, რომელიც რეფორმების განხორციელების გზით, მოლდოვისგან, უკრაინისგან, ბელორუსიასთან საუბრის შედეგად მივიღეთ. მინსკთან დიალოგი აუცილებელია, ხშირად ხალხს, რომლებიც ბელარუსიის იზოლირებას ცდილობს, არ სურს, რომ იგივე სტანდარები გამოყენებული იქნას სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით კი მეზობელ ქვეყნებში. თუ მე ვინმე მეტყვის, რომ რუსეთი უფრო დემოკრატიული ვიდრე ბელორუსია, დაე ასე ფიქრობდეს–ბელორუსია არ ახორციელებს მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას, და თუ ის იქნება იზოლურებული, იგი რუსეთის ადმინისტრაციის ხელში აღმოჩნდება. ეს ევროპული არჩევანია? აუცილებელია დიალოგი და ურთიეთობა, ახალი ინიციატივები. ასეთია ჩვენი შეხედულებები"–აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2923.html
| |||
განათავსა - consul | 22 ივლ. 2011, 19:21 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.