საზოგადოება: TIG: ქართული მართლმსაჯულება კვლავ არ სარგებლობს ნდობით | საქართველოს ამბები | ||
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოს მიერ ანტიკორუფციული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. გამოკვლევაში მონაწილეობდნენ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანამშრომლები სომხეთსა და აზერბაიჯანში. გამოკვლევის მიზანი იყო შეფასება იმისა, თუ როგორ ასრულებს საქართველო მოქმედებათა გეგმას ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს, 22 ივლისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შედგა, გაანალიზებულია სასამართლო ხელისუფლებისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა, საჯარო სამსახურის რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლა. ანგარიში ეფუძნება კანონმდებლობისა და პრაქტიკის ცვლილებებს 2010 წლის განმავლობაში. ორგანიზაციის წარმომადგენლის მარი გაბედავას თქმით, მათ მიერ გაკეთებული ანალიზი მოწმობს, რომ სასამართლო ხელისუფლებისა და საჯარო სამსახურის არასაკმარისი დამოუკიდებლობა საქართველოში მმართველობის სისტემას ასუსტებს. ანგარიშში აღნიშნება, რომ 2009 წელთან შედარებით ერთადერთი პოზიტიური ცვლილება არის სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის შემოღება. სასამართლო სისტემა კვლავაც მოსახლეობის ყველაზე დაბალი ნდობით სარგებლობს, თუმცა კორუფციისა და მექრთამეობის ფაქტები მასში იშვიათად ფიქსირდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიზირებული რჩევა, მიუხედავად იმისა, რომ მისი წევრების ნახევარზე მეტს სასამართლო ხელისუფლებების ყოფილი წარმომადგენლები შეადგენენ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია საჯასო სამსახურის პოლიტიზაცია და მისი არასაკმარისი დამოუკიდებლობა, აგრეთვე ის, რომ თანამდებობზე დანიშვნის საკითხები უკიდურესად სუბიექტურად წყდება. ამასთანავე, აღინიშნება კორუფციასთან ბრძოლის გარკვეული პროგრესიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწდებს მთავრობას, გაზარდოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა, გააუმჯობესოს დისციპლინარული პროცედურების ადმინისტრირება, გააუმჯობესოს მოსამართლეებთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაწვდომობა, ასევე შეიმუშავოს და დაამტკიცოს საჯარო სამსახურის რეფორმის სტრატეგია. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2920.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ივლ. 2011, 19:19 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.