საზოგადოება: მოსახლეობის 60% "მარშრუტკებით" სარგებლობას ანიჭებს უპირატესობას | საქართველოს ამბები | ||
საქართველოს მოსახლეობის 60 პროცენტი ტრანსპორტის ყველა სახეობას შორის უპირატესობას ანიჭებს სამარშრუტო ტაქსებს. ასეთია მარკეტინგული კომპანია „ACT“-ის გამოკვლევის შედეგები. გაირკვა, რომ თბილისის მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი სარგებლობს ავტობუსებით (22%), ხოლო რეგიონებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად უფრო პატარაა - 12%. საინტერესოა ისიც, რომ გამოკითხულთა 7% ძირითადად ფეხით გადაადგილდება. მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილებას 13% ამჯობინებს, მეტროთი მხოლოდ 4% მგზავრობს. ყველაზე ნაკლები პოპულარობით საქართველოში ტაქსი სარგებლობს - მას მხოლოდ 1 პროცენტი იყენებს. მკვლევართა აზრით, სატრანსპორტო საშუალების არჩევა ხშირად როგორც დასახლებული პუნქტის, ისე მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობით არის განპირობებული. ამიტომ არჩევანი კეთდება სატრანსპორტო საშუალების კომფორტაბელურობიდან და მგზავრობის ტარიფიდან გამომდინარე. ასე, ამერიკაში ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი მსუბუქი ავტომანქანებია, ევროპაში ტრანსპორტის პოპულარულ სახეობებს შორის არსებითი ადგილი უკავია ველოსიპედებს, ხოლო იაპონელები ჩქაროსნულ მატარებლებს ანიჭებენ უპირატესობას. სოსო არჩვაძის აზრით, საქართველოში სამარშრუტო ტაქსის პოპულარობა სავსებით გასაგებია. ამ ტრანსპორტის სახეობით მგზავრობა ძალიან მაღალი არაა - 50 თეთრი და უკვე 15 წლის განმავლობაში სტაბილურია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2919.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ივლ. 2011, 19:18 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.