პოლიტიკა: ისრაელი ბიზნესმენების გამო საქართველოს ხან ყვითელ, ხან წითელ ბარათსუჩვენებს | საქართველოს ამბები | ||
ის, რომ ისრაელმა კვლავ შეიყვანა საქართველო სტუმრობისთვის საშიში ქვეყნების სიაში, უკავშირდება იმ ბიზნესმენთა საქმეს, რომლებიც საქართველოში ციხეში სხედან, ასევე იმას, რომ თელ-ავივი ვერ ხედავს პროგრესს მათი გათავისუფლების პროცესში, მიაჩნია უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტს ირაკლი სესიაშვილს, იტყობინება “GHN“. „დავსვათ ლოგიკური შეკითხვა: საერთოდ რატომ შეგვიყვანა ისრაელმა საშიში ქვეყნების სიაში და რატომ ამოგვშალა მერე? აშკარაა, რომ ეს უკავშირდება კონფლიქტს, რომელიც ისრაელსა და საქართველოს შორის ებრაელი ბიზნესმენების დაკავების შემდეგ წარმოიშვა. სავარაუდოდ, ისრაელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებებთან ამ საკითხის თაობაზე მოლაპარაკებები წარმოებს. როგორც ჩანს, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი გარკვეულ შედეგებს აღწევენ, ზოგიერთში - არა და სწორედ იმის შესაბამისად, თუ როგორ მუშაობს შეთანხმება სკალა, ისრაელი ხან ყვითელ, ხან წითელ ბარათს აჩვენებს“, - თქვა სესიაშვილმა “GHN“-თან საუბრისას. მისი თქმით, საშიში ქვეყნების სიაში საქართველოს დაბრუნების ახსნა სხვა მიზეზით შეუძლებელია, ვინაიდან ბოლო პერიოდის განმავლობაში სიტუაცია არ შეცვლილა. „ისეთი არაფერი შეცვლილა, რის გამოც შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ საქართველოში უსაფრთხოების რისკ-ფაქტორები გაიზარდა, სცემეს ან მოკლეს ისრაელის მოქალაქე, ანაც გამოჩდნენ თალიბები ან სხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები... ასეთი არაფერია. დღეს ისევ ისაა, რაც გუშინ იყო. ჩვენ ამას ვხედავთ და ებრაული სპეცსამსახურები კიდევ უფრო მეტს ხედავენ, ვინაიდან ისინი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ამიტომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია კონფლიქტთან, რომელიც ებრაელი ბიზნესმენების დაკავებასთან ერთად დაიწყო“, - თქვა ექსპერტმა. შეგახსენებთ, რომ ისრაელმა კვლავ შეიყვანა საქართველო საშიში ქვეყნების სიაში და მოქალაქეებს ურჩია, არ ესტუმრონ ამ ქვეყანას. წყარო - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2916.html
| |||
განათავსა - Drakula | 22 ივლ. 2011, 19:16 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.