მეცნიერება-ტექნოლოგიები: შაშკინი: აბიტურიენტთა მომზადების დონე ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე წინა წლებში | საქართველოს ამბები | ||
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების დონე მიმდინარე წელს ბევრად უფრო მაღალია წინა წლებთან შედარებით. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა წელს ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებთან დაკავშირებულ შედეგობრივ პრეს-კონფერენციაზე. შაშკინის თქმით, წელს აბიტურიენტთა, პედაგოგთა და მაგისტრანტთა გამოცდები ყველა საგამოცდო ცენტრში ყოველგვარი ნაკლისა და დაბრკოლების გარეშე ჩატარდა და, ამასთან, აბიტურიენტებმა საერთო ჩვევების მიხედვით მაღალი შედეგები აჩვენეს. „ეს კი, რასაკვირველია, გამოწვეულია სკოლებში სწავლების ხარისხის ამაღლებითა და ახალი პროექტების ამოქმედებით. ამასთან, გაიზარდა აბიტურიენტთა რაოდენობა ბუნებრივი მეცნიერებების მიხედვით, სადაც ყველაზე მაღალი კონკურსი დაფიქსირდა. ასევე მაღალი კონკურსი დაფიქსირდა უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე“, - განაცხადა შაშკინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სასერტიფიკაციო გამოცდებში მონაწილე პედაგოგების რაოდენობა 2-ჯერ გაიზარდა. „წელს პედაგოგებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უკეთ მომზადებულიყვნენ გამოცდებისთვის. მათთვის სამინისტრომ საგნობრივი ტრენინგების ორგანიზაცია გასწია და 30 ათასი მასწავლებელი გადამზადდა“, - განაცხადა შაშკინმა. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2911.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ივლ. 2011, 19:53 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.