გარემო: კლიმატური ანომალიები ყველა ფრონტზე გვიტევენ | მსოფლიოს ამბები | ||
ესპანეთში ტყის ხანგრძებს ებრძვიან. ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს ემუქრება, დარღვეულია ტრანსპორტის მუშაობა. საფრანგეთში, ალპებში უკვე ერთი დღეა, არ წყნარდება მოულოდნელი ივნისის ქარბუქი, ხოლო ჩვეულებრივ მზიან სიდნეიში შეუჩერებლივი წვიმებია. ფრანგულ ალპებში მდებარე გალიბიეს უღელტეხილი თოვლითაა დაფარული. ზამთარი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ რა ვქნათ, თუ იგივე ხდება ზაფხულშიც? მოულოდნელი ქარბუქი ტურ დე ფრანსის მორიგი ეტაპის მოლოდინში დაიწყო. ეს მონაკვეთი რბოლებში 1911 წლიდან არის ჩართული, ანუ წელს მარშრუტი საუკუნოვან იუბილეს აღნიშნავს. მაგრამ თოვის გამო რბოლის ჩატარება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. უამინდობა მოულოდნელად წაადგა თავს ტურისტებსაც, რომლებმაც თვალწარმტაცი ალპური პეიზაჟების დათვალიერება გადაწყვიტეს. მრავალ მათგანს არ აღმოაჩნდა თბილი ტანსაცმელი, ხოლო უფრო წინდახედულები ამინდის ახირებებზე ჭეშმარიტად ფრანგული სიცოცხლის მოტრფიალობით რეაგირებენ. ამ დროს მეზობელი ესპანეთი სიცხისაგან იტანჯება. კატალონიაში დღე და ღამე სასწრაფო სამსახურების ასობით თანამშრომლები ტყის ხანძრებს ებრძვიან. ცეცხლი ასობით ჰექტარს მოედო, შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა. ევაკუციას ხან აცხადებენ, ხანაც აუქმებენ იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ქარის მიმართულება. „ამბობენ, ცეცხლის წინსვლა შეჩერდა. მაგრამ დიდი ხნით? ეს საშიშია, მთელი ღამე არ გვეძინა, ქარს ვადევნებდით თვალს“, - ამბობს კატალონიის მაცხოვრებელი ქალბატონი. პოლონეთის სამხრეთი ნაწილის მაცხოვრებლებს კი არა ერთი პრობლემა მოუტანა ჭექა-ქუხილმა და ძლიერმა ქარმა. დატბორილია მინდვრები, წაქცეულია ხეები. მეტეოროლოგები მოსახლეობას ვერაფრით ანუგეშებენ, ვინაიდან კვირის განმავლობაში ქვეყანაში ქარიშხლებსა და სეტყვას ჰპირდებიან. სტიქიამ გვერდი არ აუარა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მზიან ქვეყანასაც - ავსტრალიას: სიდნეიში დღე-ღამის განმავლობაში ნალექის თვიური ნორმა მოვიდა. ასეთი რამ ქალაქში უკვე 20 წელია, არ ახსოვთ. ზღვაზე შტორმია, ბანაობა და სერფინგი აკრძალულია, სამაგიეროდ შეიძლება ჩანჩქერების ნახვა - სანახაობა მართლაც საოცარია - წყლის ნაკადები, ქარის დაბერვასთან ერთად, ცაში ადის. კანადის მონრეალის ქუჩებში კი წვიმების გამო გეიზერი წარმოიშვა. კანალიზაციის ამოხეთქვა ნამდვილ უბედურებად იქცა უბედო მძღოლისთვის, რომელმაც მანქანა დაუშვებელ ადგილას, ჩასადენი მილების ზემოთ გააჩერა. მისი ავტომანქამა რამდენიმე წუთის განმავლობაში შადრევანზე ბალანსირებდა და, საბოლოოდ, მიწაზე დაეცა, ამასთან, მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2907.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ივლ. 2011, 19:48 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.