მეცნიერება-ტექნოლოგიები: Google-ში ყველაზე ძვირი რეკლამა შეაფასეს 50 დოლარად დაწკაპუნებისათვის | მსოფლიოს ამბები | ||
კომპანია Google სერვის AdWords-ის დახმარებით საძიებო მოთხოვნების საკვანძო სიტყვებთან მიბულ რეკლამაზე ერთი დაწკაპუნებისათვის 50 დოლარამდე იღებს. ამის შესახებ ნათქვამია საიტ WordStream-ის მიერ ჩატარებულ გამოკვლევაში, რომელიც ინტერნეტში საკვანძო სიტყვების დათვლითა და დამუშავებით არის დაკავებული. WordStream-მა ასევე გაარკვია, რომელ სიტყვებს მოაქვს Google-სთვის ყველაზე მეტი მოგება. სარეკლამო სერვისი Google AdWordsმოწყობილია აუქციონის პრინციპით, რომლის დროსაც რეკლამის განმთავსებლები ფსონებს აკეთებენ საკვანძო სიტყვებზე, მათი პოპულარობიდან გამომდინარე საძიებო მოთხოვნებში. მინიმალური ფსონი 5 ცენტს შეადგენს, მაგრამ WordStreamირწმუნება, რომ რეკლამის განმთავსებლები მზად არიან ყველაზე „ძვირი“ სიტყვებისთვის 50 დოლარი გადაიხადონ. რეკლამის საერთო ღირებულება განისაზღვრება პრინციპით „ერთი დაწკაპუნების ღირებულება“ („cost per click“). ანგარიშში ყველა სიტყვა და სიტყვათაშეთანხმება ჯგუფებად არის დაყოფილი. ყველაზე ძვირი გახდა ჯგუფები სიტყვებით: „დაზღვევა“ („insurance“), „სესხი“ (“load”) და „იპოთეკა“ (“mortrage”). სხვათა გარდა პირველ ოცეუში აღმოჩნდა „პროგრამული უზრუნველყოფა“ (“software“), „ადვოკატი“ (“attorney“), „დიპლომი“ (“degree”) და „ჰოსტინგი“ („hosting“). თავის ანგარიშში საიტ WordStream-მა ბოლოს 90 დღის 10 ათასი ყველაზე „ძვირი“ ინგლისური სიტყვა დაადგინა. ამას გარდა, ანგარიშმა აჩვენა, რომ Google-ის მთელი მოგების 97 პროცენტი სარეკლამო შემოსავალია. მხოლოდ ბოლო ოთხი კვარტლის განმავლობაში Google-მა რეკლამით 32.2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო, ირწმუნება WordStream. სარეკლამო სერვისი Google AdWords2000 წლის შემოდგომაზე ამუშავდა. 2003 წელს მას დაემატა სარეკლამო სერვისი AdSense, რომლის საშუალებითაც Googleვებ-საიტებზე კონტექსტურ რეკლამას ათავსებს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2906.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ივლ. 2011, 19:47 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.