ეს საინტერესოა: ჰარვარდის სტუდენტმა მილიონობით სამეცნიერო სტატია მოიპარა | მსოფლიოს ამბები | ||
ჰარვარდის სტუდენტი აარონ შვარცი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) კომპიუტერი ქსელის გატეხასა და თითქმის ხუთი მილიონი სამეცნიერო სტატიის უკანონო გადმოწერაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ იტყობინება Associated Press. ბრალდების ვერსიით, შვარცი, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტში ეთიკას შეისწავლიდა, უკანონოდ შედიოდა MIT-ქსელში სერვერული ოთახიდან და 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის იანვრის ჩათვლით არაკომერციული რესურს JSTOR-დან 4.8 მლნ სტატია გადმოწერა. როგორც ბრალდების წარმომადგენლებმა ცალკე აღნიშნეს, ჩამოტვირთვის ინტენსიურობა იმდენად მაღალი იყო, რომ ოქტომბრის ერთ-ერთ დღეს იმ სერვერთა ნაწილი, რომლებზედაც JSTOR-ის მონაცემები ინახება, გაითიშა. შვარცი ფაილების გადამცვლელი ქსელების საშუალებით ამ დოკუმენტების უფასოდ გავრცელებას გეგმავდა. როგორც Boston Globeაზუსტებს, გადმოწერილი სტატიებიდან 1.7 მლნ მომხმარებლებისათვის კანონიერად მისაწვდომია მხოლოდ ფასიანი გამოწერის შემთხვევაში. იმ ზოგიერთი ჟურნალის გამოწერა, რომლებშიც შვარცის მიერ გადმოწერილი სტატიები იყო გამოქვეყნებული, ინსტიტუტებს წელიწადში 50 ათასი დოლარი უჯდებათ. დამნაშავეს 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამჟამად იგი 100 ათასი დოლარის ოდენობის გირაოს ქვეშ არის გათავისუფლებული. 2008 წელს შვარცი მსგავს საქმეს გადიოდა, რომელიც ფედერალური სასამართლო სისტემის სერვერებიდან მილიონობით დოკუმენტის უკანონო გადმოწერას უკავშირდებოდა. მაშინ მას არანაირი ბრალდება არ წაუყენეს. შვარცი, რომელიც ამჟამად 24 წლისაა, პოლიტიკური აქტივისტია და ინფორმაციის თავისუფალი გავრცელებისათვის იბრძვის. ასე, 2008 წელს მან შექმნა პროექტი Open Library, რომელიც უფასო ქსელურ ბიბლითეკას წარმოადგენს. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2904.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ივლ. 2011, 19:45 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.