ეკონომიკა: მსოფლიო ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი გარიგება შესრულდა | მსოფლიოს ამბები | ||
ავიაკომპანია American Airlines-მა (AA) ორ წამყვან მსოფლიო ავიაკონცერნს - Airbus-სადა Boeing-ს 460 ლაინერი შეუკვეთა. როგორც AA-ის ოფიციალურ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ეს ავიაციის ისტორიაში უმსხვილესი გარიგებაა. გარიგების ზუსტი თანხა ჯერ არ სახელდება. AA-ს შეკვეთა 200 Boeing 737 და260 Airbus A320თვითმფრინავებისაგან იქნება შემდგარი. თვითმფრინავების მიწოდებები 2013-დან 2022 წლის ჩათვლით განხორციელდება. ამას გარდა, AA-ს ასევე 2025 წლამდე ორივე მწარმოებლისაგან დამატებითი 465 ლაინერის შესყიდვის ოფციონი აქვს„. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს გაზეთ The Wall Street Journal-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ AA მოლაპარაკებებს აწარმოებს Airbus-თანაცდაBoeing-თანაც ახალი თვითმფრინავების შესყიდვის შესახებ. იმ მომენტისათვის საუბარი 250 ლაინერზე იყო. მაშინვე იტყობინებოდნენ, რომ თუ Airbus შეძლებდა AA-საგან შეკვეთის მიღებას, ეს ევროპული კონცერნის მნიშვნელოვანი მიღწევა გახდებოდა: ამჟამად ამერიკული ავიაკომპანიის მთელი ფლოტი ადგილობრივი მწარმოებლის - Boeing-ის ლაინერებისაგან შედგება. American Airlinesმსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილესი ავიაკომპანიაა და აშშ-ის მთავარი გადამზიდების სამეულში შედის. როგორც Associated Pressაღნიშნავს, რეკორდული შეკვეთის ამბავმა დაჩრდილა AA-ს მეორე კვარტლის შედეგების ანგარიში, რომლის თანახმადაც კომპანიის ზარალმა შეადგინა 286 მლნ დოლარი, რაც საწვავის მზარდ ფასებს უკავშირდება. ამავდროულად, მეორე კვარტალში AA-ს ამონაგები 6.11 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. წლით ადრე გადამზიდის ანალოგიური პერიოდის ამონაგებმა 5.67 მლრდ დოლარი შეადგინა. წყარო - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2903.html
| |||
განათავსა - Drakula | 21 ივლ. 2011, 19:44 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.