aspurcela.ge
ფასდაკლება გათბობის სისტემის მონტაჟზე

 ეს საინტერესოა: კორეის ცათამბჯენში ფიტნესის გაკვეთილების დროს წარმოუდგენელი რამ მოხდა მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
სეულში 39 სართულიანმა სავაჭრო-საოფისე შენობა TechnoMart-მა ნჯღრევა დაიწყო მას მერე, რაც ერთ-ერთ ოთახში ფიტნესის ინტენსიური ვარჯიშები მიმდინარეობდა.



დასკვნამდე იმის შესახებ, რომ სწორედ ფიტნესის მოყვარულებმა „შეანჯღრიეს“ შენობა, მივიდნენ სამხრეთკორეელი ექსპერტები, რომლებიც ინციდენტის გამოძიებით არიან დაკავებულები, იტყობინება Agence France-Presse.


სააგენტოს ცნობით, შენობამ რყევა ივლისის დასაწყისში დაიწყო (იყო თუ არა მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებული მანამდე, დაზუსტებული არაა) და დაახლოებით ათი წუთი გრძელდებოდა. თავად შენობაში და მის მახლობლად მყოფ ადამიანებს შეეშინდათ და პანიკაში შემთხვევის რაიონის დატოვებას შეუდგნენ. მაშინ ვერ იპოვეს წყარო იმისა, რამაც შენობის მოძრაობა გამოიწვია და მის ძებნას დონგ-კუკის უნივერსიტეტის სპეციალისტები შეუდგნენ.


სასწავლო დაწესებულების პროფესორმა ივარაუდა, რომ TechnoMart-ის ნჯღრევის ბრალეულები სწორედ ფიტნესის მოყვარულები გახდნენ, რომლებიც ტაიბოთი იყვნენ დაკავებულები. მეცნიერის აზრით, ვარჯიშების პროცესში შენობის რყევათა შიდა სიხშირე სინქრონიზირდა ფიტნეს-კლუბში ვარჯიშების მონაწილეთა მოძრაობებით შექმნილ რყევათა გარე სიხშირესთან და მოხდა რეზონანსი.


უნივერსიტეტის თანამშრომელმა თავისი თეორიის დამტკიცება გადაწყვიტა, რისთვისაც მოხალისეთა ჯგუფთან ერთად ვარჯიშის პროცესი აღადგინა. 12 ადამიანი გერმანული პოპ-ჯგუფ Snap! მუსიკის ფონზე ვარჯიშობდნენ და შენობის ნჯღრევის სიტუაცია განმეორდა.


ამჟამად სპორტული დარბაზი არ მუშაობს. სტიქიური უბედურებების აღმოფხვრის კომიტეტის წარმომადგენლის თქმით, სავარაუდოდ, იგი მალე გაიხსნება, მაგრამ ფიტნეს-კლუბში ტაიბოს გაკვეთილების აკრძალვა მოუწევთ.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2898.html
განათავსა - Drakula | 20 ივლ. 2011, 20:38 | ახალი ამბები »
 

"ეს საინტერესოა: კორეის ცათამბჯენში ფიტნესის გაკვეთილების დროს წარმოუდგენელი რამ მოხდა" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

უპროცენტო განვადება გათბობის სისტემის მონტაჟზე, უპროცენტო განვადება კონდიციონერებზე

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 27 სექტემბერი 2024
  • English Georgian