aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

 მეცნიერება-ტექნოლოგიები: ასტრონომებმა დასახლებულ ზონაში უჩვეულო პლანეტა აღმოაჩინეს მსოფლიოს ამბები  მსოფლიოს ამბები 
დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილით დაშორებული კიბო 55-ის ვარსკვლავის ერთ-ერთი პლანეტა შესაძლოა ვარგისი იყოს მასზე თხევადი წყლის არსებობისთვის.



ასეთი დასკვნა გააკეთა ასტრონომთა ჯგუფმა, რომელიც მნათობის პლანეტურ სისტემას შეისწავლიდა. მეცნიერთა ნაშრომი რეცენზირებულ მეცნიერულ ჟურნალში ჯერ არაა გამოქვეყნებული, მაგრამ მისი წინაპრინტი ხელმისაწვდომია საიტზე arXiv.org.


კიბო 55 ვარსკვლავი განეკუთვნება იმავე ტიპს, რასაც მზე - ეს ყვითელი ჯუჯაა. მასთან წყვილში ბრუნავს კიდევ ერთი მნათობი - წითელი ჯუჯა და ეს სისტემა ხუთ პლანეტას „ფლობს“. ახალი ნაშრომის ავტორები შეისწავლიდნენ კიბო 55-ის პლანეტა f-ს, რომელიც 2007 წელს აღმოაჩინეს. ამ ობიექტის მასა დაახლოებით სატურნის მასის ნახევარს შეადგენს, ხოლო მნათობების გარშემო კიბო 55 f-ის ერთი ბრუნი 260 დღეში სრულდება.


მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ეს პლანეტა დროის დაახლოებით 74%-ს თავისი მნათობის დასახლებულ ზონაში ატარებს - ამ ტერმინით აღნიშნავენ რეგიონს, რომლის შიგნითაც ყოფნის დროს პლანეტებს ზედაპირზე შესაძლოა ჰქონდეთ წყალი თხევად მდგომარეობაში. თუ კიბო 55 f-ის ატმოსფეროში ბევრი ნახშირორჟანგია, მაშინ კვალსათბურის ეფექტმა შესაძლოდ შეიძლება გახადოს პლანეტაზე თხევადი წყლის არსებობა იმ პერიოდებშიც კი, როდესაც პლანეტა დასახლებული ზონიდან გამოდის.


ამჟამად სიცოცხლის არსებობისათვის პოტენციურად ვარგისი პლანეტის წოდებაზე ყველაზე პერსპექტიულ კანდიდატად მიჩნეულია პლანეტა Gliese 581d. ეს ციური სხეული დედამიწიდან 20.5 სინათლის წელიწადის მანძილით დაშორებული წითელი ჯუჯა Gilese 581-ის გარშემო ბრუნავს. ამას წინათ ასტრონომებმა Gliese 581d-ის შესაძლო დასახლებულობის შესახებ თვალსაზრისის სასარგებლოდ ახალი მტკიცებულებები წარმოადგინეს.
წყარო - day.az

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2897.html
განათავსა - Drakula | 20 ივლ. 2011, 20:37 | ახალი ამბები »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: ასტრონომებმა დასახლებულ ზონაში უჩვეულო პლანეტა აღმოაჩინეს" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 23 დეკემბერი 2024
  • English Georgian