საზოგადოება: პატიმრებს სხვადასხვა პროფესიების მიღება შეეძლებათ | საქართველოს ამბები | ||
საპატიმროებში პროფესიული განათლების სისტემის დანერგვის მიზნით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე სხვადასხვა უნივერსიტეტების რექტორებს შეხვდა. როგორც საქმიან შეხვედრაზე აღინიშნა, უმაღლესი სასწავლებლები სხავდასხვა პროფესიებს ასწავლიან პატიმრებს მას შემდეგ, რაც პენიტენიციალურ სისტემაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაინერგება. მსაჯავრდებულები სხვადასხვა ხელობას დაეუფლებიან, ბუღალტერიას, მენეჯმენტს და უცხო ენებს. კურსის დამთავრების შემდეგ სერთიფიკატებს მიიღებენ. მინისტრის განცხადების თანახმად, მსჯავრდებულებს შეეძლებათ სასჯელის მოხდის შემდეგ ამ პროფესიით ისარგებლონ. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა რუსთაველის №16 კოლონიაში განხორციელდება, ხოლო წლის განმავლობაში მსგავსი შენობები სხვა საპატიმროებშიც გამოჩნდება. წყარო - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2896.html
| |||
განათავსა - consul | 20 ივლ. 2011, 20:36 | ახალი ამბები » | |||
სტატიის რეიტინგი | ||
ხმები: 0 |
||
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.