ეკონომიკა: კორინთელი: ბანკებმა კლიენტები დაკარგეს | ![]() | ბიზნესი და ეკონომიკა | |
![]() გივი კორინთელის განცხადების თანახმად, „კრედიტ-ინფოში“ ხვდებოდნენ ის გადამხდელებიც, რომლებსაც მაღალი დავალიანებები ჰქონდათ და ისინიც, ვისაც მცირე თანხის დავალიანებები ჰქონდათ. შესაბამისად, მისი თქმით, ყველა ეს ადამიანი პრაქტიკულად საბანკო სესხების გარეშე დარჩა, ვინაიდან ბანკების კრედიტ-ოფიცრები სწორედ „კრედიტ-ინფოთი“ სარგებლობდნენ. მისივე თქმით, ქვეყანაში 54 მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და მათი კავშირის არსებობა არის მაჩვენებელი იმისა, რომ ბანკებმა კლიენტები დაკარგეს. ინფორმაციისთვის: „პირველი საკრედიტო კავშირის“ პრეზენტაცია რამდენიმე თვის წინ შედგა. როგორც კავშირის ხელმძღვანელი აცხადებს, კავშირის არსებობამ ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით გაამართლა. საკრედიტო კავშირი საქმიანობას საკუთარი წევრების შენატანებით აწარმოებს. ანაბრების საპროცენტო განაკვეთი 17-19%-ს უდრის, რაც ბანკების განაკვეთებთან შედარებით 70%-ით მეტია. წყარო - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2893.html
| |||
განათავსა - Drakula | 20 ივლ. 2011, 12:43 | ახალი ამბები » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
სტატიის რეიტინგი | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
ხმები: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.