aspurcela.ge
კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

 პოლიტიკა: პუტინმა გააფრთხილა სააკაშვილი და უთხრა - „მზად იყავი“ საქართველოს ამბები  საქართველოს ამბები 
თავისი პრეზიდენტობის დროს ვლადიმირ პუტინი მიხეილ სააკაშვილს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესაძლო გამწვავების შესახებ აფრთხილებდა. ამის შესახებ ნათქვამია Wikileaks-ზე გამოქვეყნებულ მორიგ მასალებში, იტყობინება “GHN“.



Wikileaks-ის ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა თბილისში მყოფი აშშ-ის საელჩოსაგან ვაშინგტონში მიმართული მორიგი წერილი, რომელშიც აღწერილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დამხმარის მოადგილეს თინა კეიდენაუს შორის საუბრის შინაარსი.


„სააკაშვილმა განუცხადა (თინა) კეიდენაუს, რომ იგი იმედოვნებს, რომ აშშ არ უყურებს კონფლიქტებს, როგორც სამუდამოდ გაყინულებს; მისი თქმით, სიტუაცია კვლავ გაურკვეველია. მისი თქმით, 14 სექტემბერს (2009 წ.) ზუგდიდში მომხდარი აფეთქება არასტაბილურობის დადასტურებაა. იმ ზეწოლის მაგალითის სახით, რომლის განხორციელებაც, სააკაშვილის აზრით, რუსეთს სურს, მან (სააკაშვილმა) კეიდენაუს მოუყვა იმ გულწრფელი საუბრის შესახებ, რომელიც 2008 წლის თებერვალში რუსეთის იმდროინდელ პრეზიდენტ ვლადიმირ პუნტინთან ჰქონდა. სააკაშვილის თქმით, პუტინმა მას უთხრა „მზად იყავი“, ვინაიდან აშკარაა, რომ დასავლეთი კოსოვოს აღიარებას აპირებს. პუტინმა სიტყვა გადაუკრა, რომ თუ საქართველო ნატოსთან დაახლოებისაგან თავს შეიკავებს, მაშინ რუსეთმა შესაძლოა არ აღიაროს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. სააკაშვილის მტკიცებით, იმის გამო, რომ რუსეთს საქართველოსთან დაძაბული ურთიერთობები აქვს, ეს პუტინს დანარჩენ პოსტსაბჭოთა სივრცეში გამოწვევებს უქმნის და კონკრეტულად მან ახსენა რუსეთის ბოლო თვეების განმავლობაში გაძლიერებული ყოფნა თურქმენეთში. მან თქვა, რომ „რუსეთს სურს ჩვენ გარშემო ყველა მხრიდან ალყა დახუროს“, - ნათქვამია წერილში.
წყარო - GHN

გაუზიარე სხვებს:
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_2890.html
განათავსა - Drakula | 20 ივლ. 2011, 12:39 | ახალი ამბები »
 

"პოლიტიკა: პუტინმა გააფრთხილა სააკაშვილი და უთხრა - „მზად იყავი“" | შესვლა/რეგისტრაცია | 0 კომენტარი
კომენტარზე პასუხს აგებს გამომგზავნი. საიტი არ არის პასუხისმგებელი მის შემცველობაზე.
კომენტარების გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ წევრებს, რეგისტრაცია

გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

სტატიის რეიტინგი
საშუალო ქულები: 0
ხმები: 0

მიეცით ხმა ამ სტატიას:

საუკეთესო
ძალიან კარგი
კარგი
საშუალო
ცუდი


მენიუ
 მთავარი გვერდი
• კომპანიები [12349] »
• ტოპ შეთავაზება [138] »
• პროდუქცია და სერვისი [4528] »
• კერძო განცხადება [105] »
• წევრი საიტზე [2590] »
 ახალი ამბებიNew content !
 რუბრიკები »
 საქართველოს ამბები »
 მსოფლიოს ამბები »
 ბიზნესი და ეკონომიკა »
 სტატიების ძებნა »
 სტატიის განთავსება »
 გამოფენები, ფორუმები »
 წევრები
 ჯგუფები »
 ჩემი კაბინეტი »
 ჩემი პროფილი »
 ჩემი შეტყობინებები »
 გამოკითხვები »
 მოდულები
 თამაშები საიტზე »New content !
 Seo ხელსაწყოები »New content !
 ფაილები და ბმულები
 გადმოწერა »
 ლინქ რეფერალები »New content !
 სხვა
 საიტის რუქა »
 ჩვენს შესახებ »
 კონტაქტი »

  • 28 სექტემბერი 2024
  • English Georgian